Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია „კოვიდ 19 პანდემია და ეკონომიკა“

2022 წლის 8 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა უნივერსიტეტის დაარსების 104 და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „კოვიდ 19 პანდემია და ეკონომიკა“.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 90 მომხსენებლის 67 სამეცნიერო სტატია. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კოვიდ პანდემიის გავლენის შეფასებასა და სამომავლო პროგნოზებს.

პლენარულ სხდომას უძღვებოდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ თსუ რექტორის მოადგილე, ქალბატონო ნინო ოკრიბელაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ქალბატონი ნინო წერეთელი და აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე.

კონფერენციის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა „მიწოდების ჩეინფლაციის შესახებ“ (On the Supply –Chainflation). ხოლო სლოვენიელ დამოუკიდებელ მეცნიერთა ჯგუფმა, ვასია რობლეკის, მაია მესკოს და ნენედ პეტროვიჩის შემადგენლობით, წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „თანამედროვე ორგანიზაციის გამოწვევები პოსტ-კოვიდ-19 სამყაროში“(Challenges of Modern Organization in the Post-Covid-19 World)

პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, მუშაობა გაგრძელდა სხვადასხვა სამეცნიერო თემატიკის მიხედვით შექმნილ 10 სამუშაო სექციაში.